რუსეთი დონეცკში ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებს – უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ, რა დროსაც ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„ოკუპანტები „ბოევიკებსა“ და სამხედროებს აირწინაღებს ურიგებენ. არსებობს პროვოკაციის საშიშროება, შესაძლებელია ქიმიური საცავების აფეთქება“ – იუწყება უკრაინის უშიშროების სამსახური. დივერსიაში ოკუპანტები უკრაინული მხარის დადანაშაულებას აპირებენ.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით უკრაინული მხარე ასეთ მეთოდებს არ იყენებს. კიევი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედიაჯგუფები საერთაშორისო სატელევიზიო პროვაიდერებს რუსული ახალი ამბების არხების გამორთვის შესახებ თხოვნით მიმართავენ
შემდეგი სტატიაკუბილიუსი – უკრაინა იმარჯვებს ევროპისთვის ბრძოლაში – დროა მიეცეს EU-ს წევრობის კანდიდატობა