უკრაინული მედია – კიევში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არის მსხვერპლი

კიევში, დარნიცკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა სამი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინციდენტი კიევის დროით 05:00 საათზე მოხდა. შედეგად კორპუსის მეთექვსმეტე სართულზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა რამდენიმე ბინა. ამჟამად შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის
შემდეგი სტატიააშშ-მა შექმნა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც დასავლეთში რუსეთის ელიტის წარმომადგენლების ფინანსურ აქტივებს მოიძიებს და დააყადაღებს