ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტი არის უკრაინის სახელმწიფოს დაცვა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის 22-ე დღეს გავრცელდა.

„მშვიდობისთვის მოლაპარაკება რუსულ დელეგაციასთან გრძელდება. მინდა, ყველამ მომისმინოს, ყველა მოქალაქემ. მოლაპარაკება გრძელდება უკრაინისთვის. ჩემი პრიორიტეტები არის ცხადი – ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გარანტიები და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდება ჩვენს გმირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ომი არ მთავრდება. რუსეთის ომის დანაშაულებები არ წყდება. რუსეთის ეკონომიკას ჯერ კიდევ შეუძლია ომის მანქანის ამუშავება. ამიტომ, საჭიროა ახალი სანქციების პაკეტები. სამყარომ ოფიციალურად უნდა აღიაროს, რომ რუსეთი გახდა ტერორისტი სახელმწიფო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ უკრაინამ მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღოს,  უფრო მეტი, ვიდრე ახლა ვიღებთ. ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები. თვითმფრინავები. ლეტალური იარაღის და საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობა, რათა რუსი ოკუპანტების შეჩერება შევძლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ისეთ არასაფრენ ზონას მოვაწყობთ, რომ უბრალოდ ვერავინ იფრენს, ნუ, მაქსიმუმ, ფრთიანი რაკეტები და რაკეტები, როგორიცაა ისკანდერები
შემდეგი სტატიაუკრაინული მედია – კიევში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არის მსხვერპლი