უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმის მომზადება?! – უკრაინის კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაცია

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო კონტიგენტში ქიმიკოსების არსებობა გამოავლინეს, რაც შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმის მომზადებაზე მიუთითებდეს – ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი ავრცელებს.

ცენტრი წერს, რომ ოთხი დღის წინ, სტარომლინივკას მახლობლად გაანადგურეს რუსი ოკუპანტები. ჯარისკაცებს შორის კი, აღმოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებსაც დამთავრებული ჰქონდათ ქიმიური უსაფრთხოების სამხედრო ინსტიტუტი.

მათი ცნობით, რუსი სამხედროების დოკუმენტებს შორის აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ოფიცრის აფტაევის მოწმობა. დოკუმენტში წერია, რომ აფტაევი მსახურობდა 21222 სამხედრო ნაწილში , რომელიც “ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების ფედერალური ოფისია” და ქალაქ პენზაში მდებარეობს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ აფტაევმა დაამთავრა „სარატოვის ბიოლოგიური და ქიმიური უსაფრთხოების სამხედრო ინსტიტუტი“. შესაბამისად , მოპოვებული დოკუმენტები შეიძლება მიუთითებდეს, იმას რომ რუსეთი ამზადებს ტერორისტულ თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებით.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები მონადირეთა საზოგადოების ხელმძღვანელს სიები მოსთხოვეს, მან თავი აიფეთქა – უკრაინელების მორიგი გმირობა
შემდეგი სტატიააშშ აფრთხილებს ჩინეთს რუსეთის დახმარებაზე უარი თქვას