ოკუპანტები მონადირეთა საზოგადოების ხელმძღვანელს სიები მოსთხოვეს, მან თავი აიფეთქა – უკრაინელების მორიგი გმირობა

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება ინფორმაცია 10-11 მარტს, ჩერნიგოვოს რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გერაშენკოს ინფორმაციით, ოკუპანტების დაჯგუფება რეპკას ოლქის მონადირეთა საზოგადოების ხელმძღვანელის, ანატოლი ივანოვიჩ კულგეიკოს სახლში შეიჭრა და მონადირეთა სიები მოითხოვა, პასუხად კი ივანოვიჩმა ისინი რუსული გემების მიმართულებით გაგზავნა და ხელყუმბარა ააფეთქა.

აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა თავადაც და რამდენიმე რუსი ოკუპანტიც.

“ომის შემდეგ ასეთ გმირებზე დაიწერება ფილმები და წიგნები.
და დაიწვება მიწა დამპყრობლების ფეხქვეშ” წერს გერაშენკო.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: „ქართულმა ოცნებამ” თავად იცის ყველაზე კარგად, რომ წაგებულ პოლიტიკურ თამაშში შევიდა
შემდეგი სტატიაუკრაინის წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმის მომზადება?! – უკრაინის კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაცია