აშშ აფრთხილებს ჩინეთს რუსეთის დახმარებაზე უარი თქვას

აშშ აფრთხილებს ჩინეთს რუსეთის დახმარებაზე უარი თქვას – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

CNN-ის ინტერვიუში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ისინი ღიად და პირდაპირ აფრთიხლებენ ოფიციალურ პეკინს, რომ თუ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში დაეხმარებიან, ამას შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ არ დავუშვებთ რომ ეს მოხდეს და არ დავუშვებთ, რომ ჩინეთი ან მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა რუსეთისთვის მაშველი რგოლი იყოს ამ ეკონომიკური სანქციებიდან თავის დახსნაში”,- ამბობს სალივანი

banner
წინა სტატიაშიუკრაინის წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმის მომზადება?! – უკრაინის კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაცია
შემდეგი სტატიალომჯარია: პრეზიდენტს პირადად გადავუხადე მადლობა