უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნე გავანადგურეთ

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მტრის 10 სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნეა განადგურებული, მათ შორის არის ხუთი სუ-34-ის ტიპის ავიაგამანდურებელი, სამი ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, გენშტაბის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავის ტიპი ზუსტდება.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დანაყოფი აქტიურად მოქმედებენ, რათა რუსულ ავიაციას ცაში დომინირების საშუალება შეუზღუდონ“,- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ლიაში
შემდეგი სტატიაზელენსკი: ჩემი პრიორიტეტები ნათელია – ომის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი