უკრაინის სასკოლო პროგრამიდან ტოლსტოის და დოსტოევსკის ამოიღებენ

უკრაინის განათლების სამინისტრომ სასკოლო პროგრამაში შესატანი ცვლილებების მეორე ვერსია გამოაქვეყნა მეხუთე-მეათე კლასებისათვის. სიიდან ამოღებულია ფიოდორ დოსტოევსკი და ლევ ტოლსტოი – ინფორმაციას უკრაინული “ვესტი” ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ლიტერატურის პროგრამაში ჩასმულია თანამედროვე მწერლები, მათ შორის არიან ჰარპერ ლი “ნუ მოკლავ ჯაფარას”, რეი ბრედბერის “451 ფარენგეიტი”, როალდ დალის “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”. ამასთანავე, ისეთი რუსი მწერლები, როგორიც არიან ანტონ ჩეხოვი, მიხაილ ბულგაკოვი (კიევშია დაბადებული) და ნიკოლოზ გოგოლი (რომელიც წარმოშობით პოლტავას გუბერნიიდან არის), პროგრამაში დატოვებულია.

banner
წინა სტატიაშიმხოლოდ კორუმპირებულ და უგუნურ მოსამართლეს შეუძლია დააკისროს 92 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა უცხოურ კომპანიას
შემდეგი სტატიამძარცველებმა ბერლინის მუზეუმიდან 100 კილოგრამიანი მონეტა მოიპარეს