მხოლოდ კორუმპირებულ და უგუნურ მოსამართლეს შეუძლია დააკისროს 92 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა უცხოურ კომპანიას

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას, რომელმაც კრიტიკულად შეაფასა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილება უცხოური კომპანიის დაჯარიმების შესახებ.

“ასი პროცენტით ვეთანხმები ფადი ასლის. მხოლოდ კორუმპირებულ და უგუნურ მოსამართლეს შეუძლია დააკისროს 92 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა უცხოურ კომპანიას ადგილობრივი კომპანიის სასარგებლოდ. იმისათვის, რომ თურმე ორი ათეული წლის განმავლობაში ეს კომპანია საქონელს ყიდდა საქართველოში იაფად და ვიღაცეები აზარალა.
ამავე მოსამართლემ სხვა კომპანიასაც დააკისრა ანალოგიური ჯარიმა 168 მილიონი ლარის ოდენობით. სულ 260 მილიონი გამოუვიდა. ან მასშტაბის შეგრძნება არა აქვს, ან რეალობის, ან ნამუსის. მოიშალა სასამართლო სისტემა!- აღნიშნა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “თაიმერთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშიშეიხმა ნაჰაიანმა გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო ტერაბანკი შეიძლება გაყიდოს
შემდეგი სტატიაუკრაინის სასკოლო პროგრამიდან ტოლსტოის და დოსტოევსკის ამოიღებენ