უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ოკუპანტების ხელში ამ დრომდე აზოვსტალის 2 500-ზე მეტი მებრძოლი რჩება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ოკუპანტების ხელში ამ დრომდე აზოვსტალის 2 500-ზე მეტი მებრძოლი რჩება.

ზელენსკის თქმით, მათი გათავისუფლებით თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურია დაკავებული.

“შექმნილია სპეციალური გაერთიანებული ორგანო, რომელიც დაკავებულია სამხედროების გათავისუფლებით. აზოველები სამწუხაროდ არიან რუსეთის ფედერაციის ხელში. ჩვენ ვიცით რუსეთთან შეთანხმების ფასი. ჩვენ ვიცით, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. დაზვერვამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი და დადოს შედეგი. შედეგი ერთადერთია – ადამიანების სახლში დაბრუნება. დაზვერვას პირველ რიგში ევალებოდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და მათი აზოვსტალიდან გაყვანა. მიმაჩნია, რომ მათ ეს დავალება შეასრულეს. ახლა დავალებას აქვს მეორე ნაწილი – ამ ადამიანების სახლში დაბრუნება. საუკეთესო სპეციალისტები გვყავს, პირადად ვენდობი. ველოდებით შედეგს. გვჯერა, რომ ამ დავალების შესრულებას შეძლებენ”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში„სიმართლე ჩვენს მხარეზეა“ – ლუკაშენკო რუსეთის პატრიარქს
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა