„სიმართლე ჩვენს მხარეზეა“ – ლუკაშენკო რუსეთის პატრიარქს

რუსეთის პატრიარქი კირილი ბელარუსში ჩავიდა. ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პატრიარქის ვიზიტს კარგი ნიშანი უწოდა.

„ახლა რთული პერიოდია და კარგია, რომ აქ მოხვედი. შენ აქ უცხო არ ხარ. ჩვენი ხალხისთვის ეს კარგის ნიშანია. ასეთი ერთიანობის, სოლიდარობის ნიშანი ამ ბოროტი ძალების წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ის ყოველთვის უფრო ძლიერია და ჩვენ გავუძლებთ ჩვენზე ნებისმიერ ზეწოლას, როგორიც არ უნდა იყოს ეს. თუნდაც, აჯანყების ან რაიმე სახის ჰიბრიდული ომების სახით, ან თუნდაც ცხელი ომი. ჩვენ გადავრჩებით“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა პატრიარქს ბელარუსში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: „თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აქ, საკუთარ მიწაზე შეგიძლიათ თავი ისე იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში, პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ოკუპანტების ხელში ამ დრომდე აზოვსტალის 2 500-ზე მეტი მებრძოლი რჩება