უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ ზელენსკი წუხს მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს საქართველოდან მიღებული სიახლეებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით, სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, – წერს ნიკიფოროვი.

 

 

banner
წინა სტატიაშიხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა საქართველოშია
შემდეგი სტატიაგოცირიძე – სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბევრი გზა არსებობს, ერთი შეიძლება იყოს შეწყალება