გოცირიძე – სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბევრი გზა არსებობს, ერთი შეიძლება იყოს შეწყალება

ყველანი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ღრმად არის დარწმუნებული, რომ არც ქართველი ამომრჩეველი, არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიშას ციხეში დიდხანს ვერ დატოვებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მალე თავისუფალი იქნება.

„რაც მოხდა ეს უყო მოსალოდნელი. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თუ რა ნაბიჯს დგამდა და რაზე მიდიოდა. მან იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ. ამავე დროს ყველანი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ღრმად არის დარწმუნებული, რომ არც ქართველი ამომრჩეველი, არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიშას ციხეში დიდხანს ვერ დატოვებენ.

მიხეილ სააკაშვილი იქნება ძალიან მალე თავისუფალი. ბევრი გზა არსებობს, ერთი შეიძლება იყოს შეწყალება, მეორე ამნისტია და ასე შემდეგ. სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა ელამენტარულად ევროპაში ჩაესვლებოდეს და თვალში შეხედოს თავის კოლეგებს, იწოდებოდეს ევროპულ ადამიანად, მან უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რა ნაბიჯის გადადგმაც არის მისი პოლიტიკური და მორალური მოვალეობა, რათა ქვეყანა დაწყნარდეს. სალომე ზურაბიშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმედია, ის ამ შემთხვევაში მოიქცევა ელემენტარულად წესიერად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ ზელენსკი წუხს მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი