უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების შესახებ განცხადებები ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაცია გამართლებულია – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინული მხარის მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განადგურებისა და ყირიმის დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადებები რუსეთის მიერ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის წამოწყებას ამართლებს.

„ასეთი განცხადებები, რომლებიც შეიცავს პრეტენზიებს რუსეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის სისწორეზე და აბსოლუტურ გამართლებაზე, რადგან მხოლოდ ასეთი საშუალებებით შეიძლება უკრაინას განთავისუფლდეს ხელმძღვანელობის ასეთი წარმომადგენლები“, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშითემთა პალატამ ბორის ჯონსონის მთავრობის უნდობლობას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაწერილი რომ წავიკითხე, აი სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი – ელისაშვილი