თემთა პალატამ ბორის ჯონსონის მთავრობის უნდობლობას მხარი არ დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის უნდობლობას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.

შესაბამისად ჯონსონი თავის უფლებამოსილებას ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცებამდე შეასრულებს.

ჯონსონმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მთავრობა 50-მა წევრმა დატოვა. ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდანაც გადადგა, ხოლო პარტიის ახალი ლიდერის არჩევა სექტემბერში შედგება. ეს პიროვნება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც გახდება.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების ყველაზე მეტი შანსი ფინანსთა ყოფილ მინისტრს რიში სუნაკს, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პენი მორდონტს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ლიზ ტრასს აქვთ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაუკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების შესახებ განცხადებები ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაცია გამართლებულია – პესკოვი