წერილი რომ წავიკითხე, აი სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი – ელისაშვილი

„სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მინდოდა მიწა გამსკდარიყო“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ განცხადებით ევროკომისიის თავმჯდომარეს შეუთვალა, რომ ივანიშვილს შვეიცარიის ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ მხოლოდ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო არ უნდა იყოს.

„ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე, აი სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მინდოდა მიწა გამსკდარიყო.

თან წერილს უგზავნის ადამიანის, რომელიც ბაქოში გაზის იმპორტზე სასაუბროდ არის ჩასული და ეს ეხება საქართველოს, რომ მისი სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს იმ დროს, სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დღეს უგზავნის, აქო ერთი მდიდარი კაცი არისო, შვეიცარიის ბანკში აწვალებენო და თქვენც ნუ აწვალებთო. ეს არის არ ვიცი რა.

პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა, პრემიერ-მინისტრი ხარ ბოლოს და ბოლოს. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო ნამდვილად არ არის“, – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების შესახებ განცხადებები ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაცია გამართლებულია – პესკოვი
შემდეგი სტატია„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს