უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ივნისში განიხილავენ

„ტყუილი იქნება იმის დაპირება, რომ უკრაინა 2023 წელს ევროკავშირის წევრი გახდება. მის კანდიდატობაზე საკითხს ივნისში გამართულ სამიტზე განვიხილავთ“, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა კლემენტ ბონ ტელეკომპანია LCI- თან ინტერვიუში განაცხადა.

მანამდე, 10 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ წარადგინა კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

უკრაინული მხარის განცხადებით, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – რომ „ევროპა ცდილობს მოატყუოს“ კიევი. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – რომ „ევროპა ცდილობს მოატყუოს“ კიევი.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთში ინფლაციის ტემპი შემცირდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს