პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთში ინფლაციის ტემპი შემცირდა

MOSCOW, RUSSIA - MAY 9: Russian President Vladimir Putin (C) holds a portrait of his father during the Immortal Regiment, a rally where people carrying portraits of their relatives-veterans of WWII, after the Victory Day Parade at Red Square, May 9, 2022, in Moscow, Russia. (Photo by Sefa Karacan/Anadolu Agency via Getty Images)

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის „პროვოცირებას ახდენს“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე შეხვედრისას ისაუბრა.

„მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ვიწრო ხედვით, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტად ურტყამდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას. ამას ჩვენ ვხედავთ, უპირველესად, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, დასავლეთის მიდრეკილება იყოს – “სანქციებით შეპყრობილი” აუცილებლად გამოიწვევს “ყველაზე რთულ,აუნაზღაურებელ შედეგებს” როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის.

„ამაში დამნაშავე მთლიანად დასავლური ქვეყნების ელიტაა, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად გაიღონ დანარჩენი მსოფლიო, რათა შეინარჩუნონ თავიანთი გლობალური დომინირება“, – დაამატა პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ებრძვის დასავლეთის სანქციებით პროვოცირებულ გარე გამოწვევებს და ქვეყანაში ინფლაციის ტემპი ნელდება.

„ფასების ყოველკვირეული ზრდა უკვე 0,1%-მდე დაეცა. ეს უკვე ახლოსაა ყოველკვირეული ზრდის ტემპთან, რომელიც პასუხობს რუსეთის ბანკის გათვლებს ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე”,- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტი მთელი ხერსონის ოლქის დასაპყრობად ემზადება – „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა
შემდეგი სტატიაუკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ივნისში განიხილავენ