“უკრაინის დიპლომატია დეოკუპაციის მიმართულებით მუშაობს ძალინ კარგად, ქართულ მხარეს კი სძინავს“

„გაეროს უშიშროების საბჭოზე ურაინის მხარემ, დააყენა საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიების შესახებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინას იმისთვის, რომ იცავენ მათი პარტნიორის ინტერესებს. თუმცა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, ქართული დიპლომატიის სისუსტეზე. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამის შესახებ უკრაინული მედია-საშუალებებიდან შევიტვეთ და მომხდარზე არაფერი იცოდა ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ გაეროში“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს სიღრმისეული მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთან, რათა შეიქმნას საერთო დეოკუპაციის პოლიტიკა. მისი თქმით, უკრაინის სახით, საქართველოს ეყოლება მძლავრი პარტნიორი.
„ ნაბიჯი, რომელიც უკრაინამ გადადგა, არის მკაფიო მესიჯი საქართველოს მთავრობის მისამართით, რომ ისინი მზად არიან გადავიდნენ თანამშრომლობის სხვა ეტაპზე და შექმნან დეოკუპაციის საერთო გეგმა. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ გამოვიყენო ჩემი პირადი კონტაქტები უკრაინაში, რათა სიქმნას ერთობლივი სამოქმედო გეგმა.“- გიორგი ვაშაძე
შეგახსენებთ, 2 დეკემბერს, ამერიკის კონგრესმა, ხმათა აბსოლიტური უმრავლსეობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2017 წელს რუსეთთან, არ ექნებათ არანაირი სამხედრო თანამშრომლობა, იმ დრომდე, სანამ რუსული მხარე არ შესარულებს მინსკის პროტოკოლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და არ გადადგავს კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით.
გიორგი ვაშაძის განცახდებით, სამწუხაროა, რომ დოკუმენტში არაა მოხსენიებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შთანხმება.

banner
წინა სტატიაშითბილისის შემოგარენში მასშტაბური სანიტარული ჭრები ხორციელდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა