პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შესაბამის ბრძანებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.

ანრი ოხანაშვილი “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 49-ე ნომერია. მას განათლება ბერლინში „ჰუმბოლდტის“ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

ანრი ოხანაშვილი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაში“უკრაინის დიპლომატია დეოკუპაციის მიმართულებით მუშაობს ძალინ კარგად, ქართულ მხარეს კი სძინავს“
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი: თუ პრეზიდენტი არ იქნება წარმოდგენილი, საკონსტიტუციო კომისიის მნიშვნელობას ეს დააკნინებს