უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის ფონზე, პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტით შეეცადა, თავი სამხედრო ლიდერად წარმოეჩინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსთა ბოლო მიმოხილვაში.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის ფონზე, პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტით შეეცადა, თავი სამხედრო ლიდერად წარმოეჩინა.

ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია ავდიივკაში ფრონტის ხაზს, ამიტომ შესაძლებელია, რომ კრემლმა შეგნებულად გაავრცელა მონაცემები პუტინის ვიზიტის შესახებ, რათა დაჩრდილოს ზელენსკის ვიზიტი.

გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინის ვიზიტი, ასევე, მიზნად ისახავდა პოტენციური განტევების ვაცების საჯაროდ გამოვლენას შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წინ.

ანალიტიკოსებმა, ასევე, გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ პუტინი, კრემლის წყაროები და სამხედრო ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად განიხილავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას და სავარაუდოა, რომ კრემლი ამზადებს რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ამ სამხედრო წარუმატებლობისთვის.

გარდა ამისა, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრები არმიის ლიდერებთან ადასტურებს მოახლოებულ რეგულარულ ცვლილებებს სამხედრო სარდლობაში და, შესაძლოა, კრემლის წრეებში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი ცდილობს დააბალანსოს „ვაგნერის“ გავლენა ლუგანსკის ფრონტზე მეთაურად პოლკოვნიკ ალექსანდრე ლაპინის ხელახლა დანიშვნით.

შეგახსენებთ, 18 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ქალაქ ხერსონის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ “ტაბულას” ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიადიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Challenger 2-ის 14 ერთეული ტანკი გადასცა