უკრაინიდან პოლონეთს 2.9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა შეაფარა თავი

ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან პოლონეთს 2.9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, – ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში უკრაინიდან საზღვრის გადაკვეთის შემთხვევებმა იკლო, გუშინ კი პოლონეთიდან უკრაინაში იმაზე მეტი მოქალაქე ჩავიდა, ვიდრე პირიქით. ომის დაწყებიდან უკრაინაში პოლონეთიდან, საერთო ჯამში, 825 800 ადამიანი შევიდა.

banner
წინა სტატიაშიორი რუსი ოლიგარქი ოჯახის წევრებთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს – CNN
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტიდან გასვლას არ განიხილავს