უკრაინელი ჩინოვნიკი აშშ-ს ელჩისადმი მიმართვისას ცუდად გახდა(video)

უკრაინის ინფორმაციის მინისტრი იური სტეცი კიევში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც ყირიმის თემას ეხებოდა, ცუდად გახდა. მან ტრიბუნადან ევროპარლამენტარ რებეკა ჰამსს და აშშ-ს ელჩს უკრაინაში მარი იოვავიჩს მიმართა და ისინი გააფრთხილა ნახევარკუნძულზე საუბრისას ტერმინები ფრთხილად იხმარონ. “როგორც ყოველთვის ვიქნები მინიმალურად დიპლომატიური და მაქსიმალურად გულახდილი. თქვენ ამბობთ, რომ ყირიმი ეს უკრაინაა, რუსეთი კი – ოკუპანტი. შეხედეთ აჰმეტ ჩიიზოგს. ის ამის გამო დააკავეს, თქვენ მომდევნო იქნებით” – თქვა სტეცმა და სუნთქმის უკმარისობა დაეწყო. მინისტრმა ტრიბუნა მაშინათვე დატოვა, მაგრამ კულისებამდე არ მისული ჩაიკეცა. ფორუმის წამყვანმა სახოგადოებას უთხრა, რომ მინისტრი ცუდად გახდა. “გთხოვთ, ამ მომენტს გაგებით მოეკიდოთ” – თქვა ფორუმის წამყვანმა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია “ყირიმ-თათრების მეჯლისის” თავმჯდომარის მოადგილე აჰმეტ ჩიიგოზა 2014 წელს დააკავეს. 2017 წელს ყირიმის სასამართლომ ის ნახევარკუნძულზე არეულობის ორგანიზებაში დაადანაშაულა და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასული წლის ოქტომბერში მოსკოვმა ჩიიგოზა თურქეთს გადასცა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=48&v=xp3ewhTY5Mw

 

banner
წინა სტატიაში15 წლის სირიელი მოზარდის მიმართვა აღმოსავლეთ გუტადან
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: კონსულტაციები მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის თაობაზე ჩაიშალა