15 წლის სირიელი მოზარდის მიმართვა აღმოსავლეთ გუტადან

15 წლის სირიელი მოზარდი, მუჰამედ ნაიემი, რომელიც სირიის ქალაქ აღმოსავლეთ გუტაში ცხოვრობს, ტვიტერის საკუთარ ბლოგზე ქალაქის შესახებ ინფორმაციებს და ფოტოებს დებს და მსოფლიოს დახმარებას სთხოვს. “ბაშარ ალ-ასადმა, პუტინმა და ხამინეიმ ჩვენი ბავშვობა მოკლეს. გავიცავით, სანამ ძალიან გვიანი არ არის” – წერს მუჰამედ ნაიემი “ტვიტერში”.

აღმოსავლეთ გუტას გაერომ “ჯოჯოხეთი დედამიწაზე” უწოდა.
26 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში “ჰუმანიტარული პაუზის” რეჟიმზე განკარგულება გასცა, რაც გულისხმობს, რომ 27 თებერვლიდან სირიის არმია რაიონში განთავსებულ ოპოზიციას, ადგილობრივი დროით 09.00 სთ-დან 14.00 საათამდე ცეცხლს არ გაუხსნის. უკვე რამდენიმე კვირააა აღმოსავლეთ გუტას სირიის სამთავრობო ძალები ბომბავენ, სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია 335-დან 540-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.

დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ “ჰუმანიტარული პაუზის” შესახებ გადაწყვეტილება შემოიღეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს, მისი თქმით, გაიხსნება ჰუმანიტარული კორიდორები ლტოლვილებისთვის, რომლის კოორდინატებსაც მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აღმოსავლეთ გუტაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შაბათს, 24 თებერვალს მიიღეს, თუმცა, მისი ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ცეცხლის განახლდა.
აღმოსავლეთ გუტა სირიის დედაქალაქთან მდებარეობს და უკანასკნელი დიდი ქალაქია, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებულები. ქალაქში დაახლოებით 339 ათასი მშვიდოებიანი მოსახლე ცხოვრობს. გაეროს რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს აღმოსავლეთ გუტაში 30 დღის მანძილზე ცეცხლი შეწყვიტონ – მოსახლეობა ჰუამნიტარული კატასტროფის პირასაა, გამოსაყვანია დაჭრილები.

ასევე, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ბიბისის ინფორმაციით, სირიულ-ამერიკული საზოგადოების მიერ გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში დაახლოებით 14-16 ავადმყოფი შემოიყვანეს, რომელთაც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები აქვთ, სავარაუდოდ, საუბარია, ქლორზე. ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ერთი გარდაცვლილის შესახებ ადასტურებს სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, რომელიც ლონდონშია ბაზირებული.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში ტრუდოების ოჯახიდან ყველაზე მეტად უმცროსმა ვაჟმა იხალისა
შემდეგი სტატიაუკრაინელი ჩინოვნიკი აშშ-ს ელჩისადმი მიმართვისას ცუდად გახდა(video)