რუსული კანონისა და ქვეყნის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ქართველებმა ემიგრანტებმა ისრაელში, რამათ განში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

,,არა რუსულ კანონს, საქართველოს მომავალი ევროპაშია,” ამ შეძახილებით – რუსული კანონისა და ქვეყნის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ქართველებმა ემიგრანტებმა ისრაელში, რამათ განში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და თბილისურ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,, დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯია- არა რუსულ კანონს და არა რუსეთს.ჩვენ გვინდა ევროპა.ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ პოლიციის ძალის გამოყენებასა და გადამეტებას პროტესტანტების წინააღმდეგ.ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის ნარატივს რომ რუსეთისკენ მიგვაქანებენ.ჩვენ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, რომელიც იქნება ევროპული,”- განაცხადა აქციის მონაწილე მაია ჯიბღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაომბუდსმენი მუქარის ზარებზე