უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრება უკვე ბრუნდება.

“დღეის მდგომარეობით, ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა განაახლა პოლიციის 14-მა განყოფილებამ, 90-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიწყო ონლაინ სწავლება, მუშაობა დაიწყო 78-მა სამედიცინო პუნქტმა, 23-მა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, UkrPoshta-ს 10-მა განყოფილებამ”, – თქვა ტიმოშენკომ.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქში მუშაობა განაახლა მობილური კავშირის 6-მა ანძამ, გაზმომარაგების 27-მა ობიექტმა და ელექტრომომარაგების 23-მა ობიექტმა.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვმა და ინალ არძინბამ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უნგრეთს ეწვევა