მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უნგრეთს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 28 სექტემბერს უნგრეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრები უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან უსაფრთხოების საკითხებში, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნგრეთის მხარდაჭერის განმტკიცება, ასევე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ჰერმან საბო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა