უკრაინელებმა ჩერნიგოვში რუსების საბრძოლო მასალის საწყობი და 10 საწვავის ავზი გაანადგურეს

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია იძაბება

უკრაინელმა არტილერისტებმა ჩერნიგოვის რეგიონში რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის საწყობი და 10 საწვავის ავზი გაანადგურეს. ამის შესახებ Facebook-ზე ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“ იუწყება.

„ჩერნიგოვის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავი და 10-ზე მეტი საწვავის ავზი შეხვდნენ ლანდშაფტის დიზაინერებს. ჩვენი არტილერია მუშაობს ლამაზად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩერნიგოვის რეგიონში, ასევე, რუსული ბომბდამშენი სუ-34 გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაში„ფაინენშალ თაიმსის“ მიერ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია და მხოლოდ რუსეთის მოთხოვნებს ასახავს – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიასაქართველო, სომხეთი და მოლდოვა პუტინიზმისგან დაცული უნდა იყოს – ლანდსბერგისი