„ფაინენშალ თაიმსის“ მიერ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია და მხოლოდ რუსეთის მოთხოვნებს ასახავს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ გავლენიანი გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია და მხოლოდ რუსეთის მოთხოვნებს ასახავს. ამის შესახებ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული შეთანხმება წარმოადგენს პროექტს და ასახავს რუსეთის მოთხოვნებს. არაფერს მეტს. უკრაინას აქვს საკუთარი პოზიცია. ერთადერთი, რასაც ვადასტურებთ ამ ეტაპზე, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული სამხედროების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან“, – წერს პოდოლიაკი.

მანამდე, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. გამოცემის ცნობით, ეს მოიცავს უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციებზე უარის თქმას.

banner
წინა სტატიაშირუსული თვითმფრინავი უკრაინას მოემსახურება
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ჩერნიგოვში რუსების საბრძოლო მასალის საწყობი და 10 საწვავის ავზი გაანადგურეს