უკრაინელებმა, აფხაზურ გემს ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

უკრაინული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, ნაპირიდან 16,5  მილის მოშორებით, ოდესის ოლქის სოფელ “კურორტნოესთან” ახლოს, ახალი წლის ღამეს აფხაზური გემი დააკავეს, რომელსაც ბულგარეთში სიგარეტები გადაჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აფხაზური გემის დაკავების ბრძანება გასცა, რომლის შესასრულებლად სასაზღვრო სამსახურმა სარაკეტო კატარღა U153 “Прилуки” გაგზავნა, რომელმაც გაქცევის მცდელობის დროს, აფხაზურ გემი რამდენიმე გამაფრთხილებელი სარაკეტო გასროლის შემდეგ დააკავა.

როგორც უკრაინის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, გემს დიდი რაოდენობით თამბაქოს ნაწარმი გადაჰქონდა, რომელსაც თან ერთო აფხაზეთის არაღიარებული ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას, ტვირთი ჩაითვალა უსაბუთოდ, ანუ კონტრაბანდულად და ის ამოღებულ იქნა.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამჟამად აფხაზური გემი ოდესის პორტში ჰყავთ დაკავებული.

https://youtu.be/Gg-GTMijfjQ

banner
წინა სტატიაშიდისიდენტი და სახაროვის თანამებრძოლი ვალერი ჩალიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ო ბიძინა!”