უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეები, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ იძულებულნი იქნებიან ხელისუფლებას საკუთარი გადადგილების შესახებ აცნობონ.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები ასევე იძულებულნი იქნებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია გაიარონ.რაც შეეხება რუსეთიდან უკრაინის საზღვარზე შემომავალ მოქალაქეებს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს განცხადებით, ბიომეტრიული პასპორტის არ მქონე პირები იძულებულნი გახდებიან რომ საზღვარზე საკუთარი თითის ანაბეჭდები დატოვონ.