უკრაინაში რუსების შესვლაზე აკრძალვა არ არის

უკრაინაში რუს მამაკაცებს შესვლის პრობლემა არა აქვთ – გერმანულმა “დოიჩე ველემ” გაარკვია. ამავე დროს, ყველას, ვინც 16-დან 60 წლამდეა, საგულდაგულოდ ჩხრეკენ და ამოწმებენ. 30 ნოემბერს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა პიორტ ციგიკალმა გაავრცელა, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების საპასუხოდ უკრაინა რუსეთის მოქალაქე16-60 წლის მამაკაცებს შესვლას უკრძალავს იმ პერიოდში, სანამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმია გამოცხადებული. იგივე შეტყობინება გამოაქვეყნა პეტრე პოროშენკომ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. აღნიშნულ აკრძალვაზე რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მთავრობას დაფიქრებისკენ მოუწოდა, რომ მას რუსეთისგან სარკისებური ეფექტი არ გამოეწვია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინამ თავი დაიცვა რუსული სანქციებისგან. ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ უკრაინამ აღნიშნული განცხადებები თვითპიარისთვის გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში “კოზა ნოსტრას” სავარაუდო ხელმძღვანელი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს სამ ეკლესიაში ჩხრეკა ჩატარდა