უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს სამ ეკლესიაში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით ჩხრეკა რელიგიის მიუხედავად, მოქალაქეების თანასწორუფლებიანობის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის გამო ჩატარდა. ჩხრეკა მოსკოვის მართლმადიდებელი ეპარქიის ქვეშ მყოფ სამ ეკლესიაში მოხდა.

პოლიციამ და სპეცსამსახურებმა იმ მღვდლების სახლებიც შეამოწმეს, რომლებმაც რუსეთის პატრიარქს გამოუცხადეს ნდობა. არავინ დაუკავებიათ. მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა არქიეპისკოპოსმა კლიმენტმა მომხდარი საბჭოთა დროის რელიგიურ მდგომარეობას შეადარა. “მსგავსი რამ ასი წლის წინ სტალინის ტირანის დროს ხდებოდა, როცა მღვდლებს და ეპისკოპოსებს დასაკითხად იჭერდნენ” – განაცხადა არქიეპისკოპოსმა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსების შესვლაზე აკრძალვა არ არის
შემდეგი სტატიაშსს ნიკა რურუას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე განცხადებას ავრცელებს