უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 445 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე ღამეში გარდაიცვალა 11 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 175.

საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსს 272 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული არის კიევის, ივანო-ფრანკოვსკის და ჩერნოვიცკის ოლქში.

banner
წინა სტატიაშიცაგერის მუნიციპალიტეტში მედპერსონალისთვის ჩატარებული 25 ტესტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერონალის დაინფიცირების ფაქტს არ ადასტურებს