ლევან რატიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერონალის დაინფიცირების ფაქტს არ ადასტურებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკაში რომელიმე მედპორსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მან განაცხადა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კლინიკაში გამოცხადებული კარანტინი ამ ფაქტს არ უკავშირდება.

“კლინიკაში საკარანტინე რეჟიმი 11 მარტიდან, მას შემდეგაა გამოცხადებული, რაც კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებს. იქ მომუშავე მედპერსონალი 2 კვირის განმავლობაში კლინიკაში რჩება. ეს, უსაფრთხოების ნორმებით რეგულირდება და კარანტინის კლასიკურ გაგებას არ უკავშირდება. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და პაციენტების მიღებას.”- განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა