უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან დღეს განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესმდივანმა, მარიანა რევამ განაცხადა.

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ მთელ უკრაინაზე, კიევის გარდა დარტყმები დაფიქსირდა ქვეყნის 14 რეგიონში. მთლიანობაში, ამ დროისთვის, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად შეიძლება ვისაუბროთ ათ დაღუპულზე და ექვს ათეულამდე დაშავებულზე“, – განაცხადა რევამ.

​მისი თქმით, ამჟამად დაზარალებულ რეგიონებში პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ, რათა დაეხმარონ ხალხს და აღრიცხონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულების ყველა შედეგი.

„ამავდროულად, მივმართავთ ყველა მოქალაქეს: ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს. ამ დილამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დისციპლინის დაცვა, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც მთავრობა გვაწვდის. ამიტომ, პირველი საჰაერო თავდასხმის განგაშის დროს საჭიროა ჩახვიდეთ თავშესაფარში, რადგან ეს თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება“, – განაცხადა რევამ.

banner
წინა სტატიაშიდეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება
შემდეგი სტატიაგერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის