გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია ოთხიდან ერთ „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

„განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – აღნიშნულია ლამბრეხტის განცხადებაში.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შენობა, სადაც კიევში გერმანიის საკონსულოა განთავსებული, რუსეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა, მაგრამ საკონსულო ომის დაწყების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან დღეს განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი – გვესმის, რომ სუს-ს, პენიტენციურ სამსახურს პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდეს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რა ამოძრავებს სამედიცინო პერსონალს