დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება

„ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, ეს დოკუმენტი ყოფილიყო დაინიცირებული და ველოდებით შესაბამის დასკვნას. ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება როგორც კი მიიღებს ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი პირდაპირპროპორციული გამოყენება და მასზე მსჯელობა შეგვეძლება ჩვენც. ამიტომ ბევრი საკითხი შეიძლებოდა სხვაგვარად დაგვეწერა, მათ შორის, გამომდინარე და თანმდევი კანონპროექტებიც, თუმცა ჩვენი ამოსავალი პრინციპი იყო , რომ ის დასკვნა, რომელიც გაიცემა უკრაინასთან მიმართებით, მისი გამოყენება იყოს შესაძლებელი“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მისივე თქმით, შესაძლოა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამომდინარე კანონპროექტებიც დასჭირდეს.

„უნდა შევთანხმდეთ კონცეპტუალურ საკითხზე და ამ მიზნით არის წარმოდგენილი ძირითადი დოკუმენტი, აქედან გამომდინარე, შემდგომ რა პროცესებითაც განვითარდება ამ კანონპროექტის განხილვა, შეიძლება დაგვჭირდეს რეგლამენტის შესაბამისი პროექტის დაინიცირებაც“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარა, პუტინის „პროვოცირება“ ყირიმის ხიდზე აფეთქებას არ გამოუწვევია, ის ომის ტემპის შეცვლას ცდილობს სარაკეტო დარტყმით – კულება
შემდეგი სტატიაუკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან დღეს განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა