უკრაინაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა – „იუნისეფი“

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ერთი თვის განმავლობაში 4,3 მილიონი ბავშვი იქცა იძულებით გადაადგილებულად.

აღნიშნულის შესახებ „იუნისეფი“ იტყობინება.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში 7,5 მილიონი ბავშვიდან, რუსეთის აგრესიის გამო 4,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა, რომელთაგან 1,8 მილიონმა ქვეყანა დატოვა.

„ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის ავის მომასწავებელი მომენტი, რომელსაც შეიძლება, გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს მომავალ თაობებზე. მიმდინარე საშინელი ძალადობის გამო ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა საფრთხეშია“, – ნათქვამია იუნისეფის დირექტორის ქეთრინ რასელის განცხადებაში.

ამასთან, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავშვი დაიღუპა და 105 დაშავდა, თუმცა საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელთა დადასტურებაც გაერო-მ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიაშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს, ხორვატიას და სლოვენიას ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავი მიულოცა