უკრაინას ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს – ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის – ლაიენი

ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.

“ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარულობას. ჩვენ ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს 2023 წლისთვის. დაფინანსება მოხდება რეგულარული ტრანშებით, რათა დავეხმაროთ მოკლევადიან პერსპექტივაში აღდგენას და ინსტიტუტების გაძლიერებას. ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ის პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმფარველობს, თუ, არა პატრიარქი პედოფილ და მამათმავალ სასულიერო პირებს?! – ექსკლუზიური ინტერვიუ მამა გიორგი სხილაძესთან
შემდეგი სტატია“სასამართლო სხდომაზე მამალაძემ მოყვა პატრიარქი როგორ ძალადობდა მასზე” – მამა გიორგი სხილაძე