“სასამართლო სხდომაზე მამალაძემ მოყვა პატრიარქი როგორ ძალადობდა მასზე”, – ამ შინაარსის განცხადება, საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირმა, მამა გიორგი (სხილაძემ) “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
დეკანოზ მამალაძის პირველი სასამართლო პროცესების დროს, საქმის მოსამართლის გადაწყვეტილებას, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მამა გიორგი სხილაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსამართლის მხრიდან ერში გაოცების გამოწვევის თავიდან არიდების არგუმენტით, გიორგი მამალაძის სასამართლოს სხდომის დახურვა, პატრიარქის მამათმავლობის დამტკიცებას მოიცავდა.
“პატრიარქმა ქობულეთში ნახა გიორგი მამალაძე, თვალი დაადგა და წაიყვანა თბილისში, დასვა საპატრიარქოს ფინანსური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მამალაძემ საპატრიარქოში, რა თქმა უნდა, ნახა ფინანსური დარღვევები და ათეულობით მილიონი ლარის გათეთრების ფაქტები, მაგრამ რა გგონიათ, ამის გამო დახურეს მამალაძის სასამართლოს სხდომა?! ამის რცხვენია საპატრიარქოს?! დახურეს იმიტომ, რომ სასამართლო სხდომაზე მამალაძემ მოყვა პატრიარქი როგორ ძალადობდა მასზე. მოსამართლე გამოვიდა და თქვა: “იქ ისეთი საკითხები იყო განხილული, ერში მღელვარებას გამოიწვევდა და დავხურეთ სხდომაო”. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა: “მე არ ვიცოდი რაში იყო საქმე და ვერ შევიწყალებ დეკანოზ გიორგი მამალაძესო”. ანუ, რაში იყო საქმე?! შოკირებას რა გამოიწვევდა?! ის, რომ იაკობმა ფულები შეჭამა, იქ თეოდორემ მანქანა იყიდა და ა.შ. ეს დაშოკავდა ერს?! ეს ხომ ისედაც ცხადზე ცხადია! ერთადერთი, ერს დაშოკავდა შიოლაშვილის მამათმავლობის დამტკიცება! თავის დროზე, სწორედ, ამ ნიშნით იქნა შერჩეული რუსული “კაკებეს” მიერ და შემოიგზავნა ქართულ ეკლესიაში. ზოგი გაუნათლებელი იფიქრებს, ასე თუ იყო, ღმერთმა ამდენი ხანი რატომ დაუშვა მისი პატრიარქობაო?! ეკლესია აღარ არსებობდა საქართველოში და ეს ერმა დღემდე ვერ გაიაზრა”, – ამბობს “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მამა გიორგი სხილაძე.
















