უკრაინამ საზღვაო დაცვას იარაღის გამოყენების უფლება მისცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ 6 დეკემბერს მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის საზღვაო მესაზღვრეებს გარკვეულ შემთხვევებში იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს. საზღვაო დაცვის გემის და კატერების ეკიპაჟს გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ სროლა იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს სამხედრო თავდასხმას, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ საზღვრის დარღვევას.
კანონის თანახმად, იარაღის გამოყენება მოხდება, ასევე, გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ დაკავების მიზნით, ასევე, გემების დევნისას, რომლებმაც უკრაინის კანონმდებლობა დაარღვიეს და გაჩერების მთხოვნა არ შეასრულეს. კანონში აღნიშნულია, ასევე, საბრძოლო იარაღის გამოყენების სხვა რამდენიმე შემთხვევა – “დოიჩე ველე” წერს.

კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.

banner
წინა სტატიაშიკიევში მეზობლის დღე დააარსეს
შემდეგი სტატიაგერმანიას და საფრანგეთს სურთ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლები გახდნენ