გერმანიას და საფრანგეთს სურთ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლები გახდნენ

გერმანიას და საფრანგეთს სურთ უკრაინასა და რუსეთს შორის ქერჩის სრუტის კონფლიქტში შუამავლები გახდნენ. ბერლინში 11 დეკემბერს ე.წ. “ნორმანდიულ ფორმატში” გაიმართება გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოების შეხვედრა – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა 6 დეკემბერს მილანში გამართული ეუთოს კონფერენციაზე თქვა – “დოიჩე ველე” წერს.
მანამდე გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმოამდგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ ბუენოს-აირესში “დიდი ოცეულის” სამიტზე. თუმცა, ეს ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო და თქვა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტი, არ შეიძლება “ნორმანდიული ფორმატის” საუბრის თემა გახდეს.
ქერჩის კონფლიქტი 25 ნოემბერს მოხდა, როცა რუსმა მესაზღვრეებმა სამი უკრაინული გემი და 23 მეზღვაური დააკავეს. რუსეთის სასამართლომ მეზღვაურებს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ საზღვაო დაცვას იარაღის გამოყენების უფლება მისცა
შემდეგი სტატიაოპეკის ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ