ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის ძალებმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი, აქედან ერთი სამხედრო მომარაგების, მეორე კი რუსი დამპყრობლების რადიო-ელექტრონული სადაზვერვო სამანევრო ჯგუფი გაანადგურა.
“გასულ დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ მარცხენა სანაპიროზე მტერმა დაკარგა: 49 ოკუპანტი, 2 ცეცხლსასროლი ყუმბარმტყორცნი, 2 იარაღი, 1 ნაღმმტყორცნი, 1 ნავი, 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი: 2 “სუპერკამერის” ტიპის და 1- “ზალა”, 3 ერთეული სხვა ტექნიკა, მათ შორის მოტოციკლი და ექსკავატორი”, – წერია განცხადებაში.