უკრაინამ მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად საქართველოს უკრაინის კონსულის შეშვება სთხოვა

უკრაინის ხელისუფლებამ დაკავებულ მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად საქართველოს უკრაინის კონსულის შეშვება სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსულის დაშვების საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებით რწმუნებულ სანდრო თოფურიას ესაუბრნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა დიპლომატმა უკრაინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქეობის მქონე მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებების შესახებ, ასევე მისთვის წარდგენილი ბრალდებების შესახებ.

„უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას, უკრაინის კონსულმა მისი მონახულების თხოვნით მიმართა საკონსულოს სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაუდასტურეს ქართველ დიპლომატს უკრაინის პრინციპული პოზიცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

 

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების“ ოფისთან ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა
შემდეგი სტატიაიოსელიანი: ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად, მას დახმარება თუ დასჭირდება, უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს