“ქართული ოცნების“ ოფისთან ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა

“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიტარით მივიდა და დაიბარა, რომ 7 საათზე “საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.

ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდნენ. ჯაფარიძემ მდინარაძეს ჰკითხა, თუ რომელზე იწყებენ და მიმართა, რომ 7 საათისთვის „საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.

“ქართული ოცნების“ ოფისის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან მოკრიმინალო ელემენტები, რომლებიც ცდილობენ ამომრჩევლის ნების გაკონტროლებას
შემდეგი სტატიაუკრაინამ მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად საქართველოს უკრაინის კონსულის შეშვება სთხოვა