უკრაინამ “ევროვიზიაში” მონაწილეობაზე უარი თქვა

უკრაინელი შემსრულებლები “ევროვიზია-2019”-ში მონაწილეობას არ მიიღებენ – უკრაინის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გაავრცელა.
ადრე გავრცელდა, რომ ეროვნული შერჩევის ექვსი ფინალისტიდან ოთხმა მონაწილეობაზე უარი თქვა, ორს კი კომენტარი არ გაუკეთებია. “საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო ნებისმიერი მუსიკოსი მოეწვია არა ეროვნული შერჩევიდან, თუმცა, მან ეს ალტერნატივა არ გამოიყენა იმის გამო, რომ მაყურებელთა არჩევანს პატივს სცემს” – ტელევიზიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი – წერს”ბიბისი” .

“ევროვიზიის” 64-ე კონკურსი ისრაელის თელ-ავივში მაისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი თბილისის მუნიციპალიტეტის განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატიასაფრანგეთში სპორტული ჰიჯაბების გაყიდვაზე უარი თქვეს