საფრანგეთში სპორტული ჰიჯაბების გაყიდვაზე უარი თქვეს

ფრანგულმა კომპანია Decathlon-მა უარი თქვა ჰიჯაბის სარბენი მოდელის გაყიდვაზე. დიდი ხნის პოლემიკის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, საფრანგეთში მსგავსი პროდუქცია არ გაიყიდოს – 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს. კომპანიის განცხადებამ, სპორტული ჰიჯაბების გაყიდვის შესახებ, საფრანგეთში მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. Decathlon-ს დასავლური ფასეულობების უპატივცემლობაში დასდეს ბრალი. ჯანდაცვის მინისტრმა ანეს ბიუზენმა განაცხადა, რომ “მოხარული იქნებოდა, თუკი ფრანგული ბრენდი მსგავს საქონელს არ გაუწევს პოპულარიზაციას… საჭირო არ არის მამაკაცთა და ქალების ამდაგვარად გაყოფა” – დაწერა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ “ევროვიზიაში” მონაწილეობაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიააშშ-მ ისევ დაადასტურა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია