უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დარღვევასა და გადაცდომას

უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დარღვევასა და გადაცდომას,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა როგორც საქართველოსთან, ისე უკრაინასთან. უკრაინაში მომხდარ ინციდენტზე ვიტყვი ერთს – მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს დეტალური და ჯეროვანი, რადგან ამ საკითხში ჩართულია სამართლებრივი კუთხე.

უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დარღვევასა და გადაცდომას“,- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი, როგორც თევზი წყალში, კრიზისში ისე გრძნობს თავს – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება