უკრაინა ყოველდღიურად ფრონტის ხაზზე ასამდე ჯარისკაცს კარგავს, 500-მდე სამხედრო კი სხეულის დაზიანებას იღებს – რეზნიკოვი

უკრაინა ყოველდღიურად ფრონტის ხაზზე ასამდე ჯარისკაცს კარგავს, 500-მდე სამხედრო მოსამსახურე კი სხეულის დაზიანებას იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ავრცელებს.

„კრემლი აგრძელებს ზეწოლას, ექვემდებარება ძლიერ წინააღმდეგობას, დიდ ზარალს განიცდის. მაგრამ ჯერჯერობით აქვს წინსვლის ძალა ფრონტის გარკვეულ სექტორებში. მნიშვნელოვანია კონცენტრაციის შენარჩუნება. მაშინ უკრაინა გაიმარჯვებს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მიღწევებს, არამედ შეცდომებსაც. ყველა სიგნალს ვიღებთ და კრიტიკაც. ჩვენ ვიცით ჩვენი ნაკლოვანებები და ბევრს ვმუშაობთ მათ გამოსასწორებლად“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დიპლომატიური მარცხია – ხვიჩია
შემდეგი სტატიარუსეთი მზადაა, წარმოადგინოს კარტოგრაფიული მასალა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისთვის – ლავროვი